The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ოცხელი

პეტრე ოცხელი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1937  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

თეატრის მხატვარი, ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სხვა მხატვრებთან ერთად მან ფაქტობრივად მოახდინა რევოლუცია ქართული სცენისა და კოსტიუმის დიზაინში.

1913-1920წწ. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში; 1920 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და სწავლას ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელა. ხატვას სკოლასთან არსებულ სტუდიაში სწავლობდა; 1926 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში; 1927 წელს სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრში გააფორმა ა. ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები". ამ სპექტაკლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა მას ქუთაისის თეატრში მუშაობა შესთავაზა; კ. მარჯანიშვილმა და მისმა თეატრმა დიდი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაში. იგი მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და მოსკოვის თეატრებში, ცნობილ რეჟისორებთან (კ. მარჯანიშვილი, კ. სტანისლავსკი და სხვა); გააფორმა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ერთგვარ მოვლენად ქცეული და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართული სცენისთვის, ცნობილი დადგმები: "ურიელ აკოსტა" (1929), "ხატიჯე", "ოტელო", "ყაჩაღები", "მუნჯები ალაპარაკდნენ" და სხვ.; შეასრულა ესკიზები ლეო ესაკიას კინოფილმისთვის "მფრინავი მღებავი". მიღებული აქვს კ. სტანისლავსკის მიერ მოწყობილი ჯ. ვერდის "რიგოლეტოს" დადგმის კონკურსის პირველი პრემია ესკიზებისთვის, ლონდონის თეატრის მხატვართა გამოფენის დიდი ოქროს მედალი (1939). 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს. სცენოგრაფი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.625; modernism.ge


გააზიარე: