The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ქობულაძე

სერგო ქობულაძე
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1909
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1978  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.

1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა; 1930-1932წწ. მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში; 1931 წლიდან სსრკ-ის დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი 1932 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია თეატრში; ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან; მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდ თეატრში; მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა - "ამბავი ტარიელისა (1947) და გრიგოლ კილაძის "ბალეტ სინათლეს" (1947); 1939 წლიდან მან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმძღვანელი და ერთ ხანს რექტორიც იყო; მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, მან სასწავლო ნახატის გარკვეული სისტემა შეიმუშავა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მას; 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ახალგაზრდა გარფიკოსების აღზრდის საქმეში; 1960 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის მოხატა საზეიმო ფარდა, რომელშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა; მან გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპი; "ამ გამოკვლევაზე მუშაობით, — ამბობდა შემოქმედი, - დიდი სკოლა გავიარე, იმდენი რამ ვისწავლე, რასაც მრავალი წლის მანძილზე ვერ შეიძენს კაცი"; გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი, ფერმწერი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.344; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 194-197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრ კავშირის სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1958 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: