The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლილიანა მითაიშვილი

ლილიანა მითაიშვილი
Date of birth:17 September, 1937  (87 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1955 წელს.

1955-1979წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1975-1981წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი (კლასიკური ცეკვა), 2006-2009წწ. აქვე სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი, პარალელურად, 1975 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორი; 1983-1984წწ. მონღოლეთის ქ. ულან-ბატორის თეატრში პედაგოგ-რეპეტიტორი; მოწაფეები: ქ. მუხაშავრია, ლ. ჩხიკვიშვილი, დ. ხოზაშვილი, ლ. ხოზაშვილი; ქართული რეპერტუარი: მანიჟე (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), მზეთუნახავი (გრ. კილაძე "სინათლე"), ჯავარა, ნატაშა (დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), ემილია, დეზდემონა (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), თამარი, ქალიშვილი (ს. ცინცაძე "დემონი", "ქორეოგრაფიული პოემა"), გოგონა-თანაგრძნობა (ფ. ღლონტი "განთიადი"),  მანდილოსანი (ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნოში"), ჯულიეტა (ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა"), ქალიშვილი, ხევსური ქალი (ო. თაქთაქიშვილი "ქორეოგრაფიული სიუიტა"); სხვა რეპერტუარი: ჟიზელი (ადანი "ჟიზელი"), ჩელიტა, ნიკია (მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ლიზა (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ოდეტა-ოდილია, მაშა, ავრორა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა", "მძინარე მზეთუნახავი"), ლაურენსია (კრეინი "ლაურენსია"); გასტროლები: საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, გერმანია, არგენტინა, ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეგვიპტე, ბირმა, ლიბია, ტაილანდი, ცეილონი, კოლუმბია, კამბოჯა. მიღებული აქვს კამბოჯის მთავრობის საპატიო ორდენი (1965), მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტობის საკავშირო ფესტივალის ოქროს მედალი (1975). ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 327; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.309

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1972 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: