The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აპოლონ ქუთათელაძე

აპოლონ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 1972  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1926 წელს.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში; ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები - "1905 წელი საქართველოში", "გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში", "ნასაკირალის ბრძოლა", ასევე მოხატა ქ. ფოთის თეატრი; 1928 წელს იგი პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში; ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში; მუშაობს საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე; არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი; ამ პერიოდში შექმნა სურათები - "სვნაეთი", "თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში", "რუხის ბრძოლა" და სხვა მრავალი; 1942 წელს მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1959-1972წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, ფერმწერ-ბატალისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.347

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამხატვრო ფონდი, თავმჯდომარე
  • სსრ კავშირის სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრ კავშირის სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • ნადირები : სურათები ბავშვებისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი. - 11გვ.

გააზიარე: