The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მინიარ-ბელორუჩევ

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ჟელტობრიუხოვ
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1944  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენნიცა, პოლონეთიю

დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1901 წელს(ვიოლონჩელო).

1892 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას რუსეთის ქალაქებში; იყო ტრიოს წევრი(ა. ბ. გოლდენვეიზერი - ფორტეპიანო, კ. ს. სარაჯევი - ვიოლინო, მინიარ-ბელორუჩევი - ვიოლონჩელო); РМО-ს კვარტეტის წევრი; 1904-1911წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ტამბოვისა და ქ. ვორონეჟის, მის მიერ დაარსებულ მუსიკალურ კლასებში; 1912-1944წწ. თბილისის მუისიკალური სასწავლებლის, 1917-1944წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1936 წლიდან პროფესორი; 1935-1940წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი კათედრის გამგე; დიდი ამაგი დასდო საქართველოში ვიოლონჩელისტთა კადრების აღზრდას; მოწაფეები: გ. ბარნაბიშვილი , გ. თაქთაქიშვილი, ლ. კილაძე, ნ. კოზმინსკაია-ჩიგოგიძე, ო. საფარიშვილი, ა. ჩიჯავაძე, ს. ცინცაძე; ვიოლონჩელისტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 329

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1936 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: