The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ღამბაშიძე

შალვა ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 1955  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებლი 1917 წელს; თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის სტუდიაში თბილისში 1918-1920წწ..

1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი; 1921-1928წწ. რუსთაველის თეატრის, 1928-1955წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1937-1947წწ. ამავე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: ესტევანი(ლოპე დე ვეგას "ცხვრისწყარო"), კაკუტა, მეწისქვილე(კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მოძღვარი(ა. ყაზბეგის "მოძღვრის" მიხედვით), დე სილვა(გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოტელო(შქსპირის "ოტელო"), ბოროდინი(აფინოგენოს "შიში), არჩილი("ჩატეხილი ხიდი" ი. ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სოლომონი(ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" ინსცენირება), კათალიკოსი(გოთუა "დავით აღმაშენებელი"), კუტუზოვი(სამსონიას "ბაგრატიონი"), მაკფერსონი(სიმონოვის "რუსეთის საკითხი"), კნეროვი(ოსტროვსკის "უმზითვო"), გოროდნიჩი(გოგოლის "რევიზორი"), ანთიმოზი(გაბესკირიას "უფსკურულთან"), შრუზბერი(შილერის "მარიამ სტიუარტი") და სხვა; ღამბაშიძემ მთელი რიგი შთამბეჭდავი სახეები შექმნა კინოში: ბეკინა სამანიშვილი("სამანიშვილის დედინაცვალი", 1927), ყასაბი("კომუნარის ჩიბუხი", 1929), დავითი("დარიკო", 1936), ქარუმიძე("დიადი განთიადი", 1938), ანდუყაფარი("გიორგი სააკაძე", 1942), გრამიტონი("ჭირვეული მეზობლები", 1945), თავადი ელიზბარი("დავით გურამიშვილი", 1946), მაკარი("ქეთო და კოტე", 1948), ირაკლი("ჭრიჭინა", 1954); იგი იყო საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.350

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: