The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ღლონტი

დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:2 ნოემბერი, 1970  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

სწავლობდა მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1947 წლიდან ლექციებს კითხულობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1962 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკია; იგი როგორც კვალიფიციური რუსთველოლოგი, 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს "ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის საკითხებზე; ფართოდაა ცნობილი მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები: "ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა", "ქართველი მწერლების მხატვრული ოსტატობის თავისებურებანი", "ვეფხისტყაოსნის" ფრაზეოლოგიური ლექსიკონი და სხვა; ამის გარდა იყო მიმდინარე ლიტერატურული პროცესების აქტიური მონაწილე - მისი საინტერესო კრიტიკული წერილები და რეცენზიები მკითხველის ცხოველ ინტერესს იწვევდა; მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.351

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: