Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედიშერ მირიანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს(ვოკალური). 1952-1953წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბარიტონი); 1953-1955წწ. ქ. ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრის სოლისტი; 1956-1964წწ. კვლავ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; გამოდიოდა სოლო კონცერტებით; რეპერტუარი, ქართული, ვოკალურ-ინსტრუმენტული: რ. ლაღიძე კანტატა "საქართველო", ს. მირიანაშვილის საესტრადო სიმღერები, სარომანსო ლირიკა; სხვა რეპერტუარი: რიგოლეტო, ჟერმონი, ამონასრო, დი ლუნა(ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "აიდა", "ტრუბადური"), მარსელი, სკარპია(პუჩინი "ბოჰემა", "ტოსკა"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ვალენტინი(გუნო "ფაუსტი"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), ალფიო(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ტომსკი(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"); გასტროლები: სსრკ-ს ქალაქები, გერმანია, პოლონეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 330 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |