The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ყანჩელი

სალომე ყანჩელი
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1985  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი.

ისტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს რუსთაველის თეატრში მსახიობად; 1946-1948წწ. მარჯანიშვილის თეატრშია, ხოლო 1948-1956წწ. სოხუმის ქართული თეატრის დასში მოღვაწეობს; აქ შეასრულა მან ისეთი როლები როგორიცაა: ცაბუ (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მარანდოლინა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი") და სხვა; 1956 წლიდან სალომე ყანჩელი კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრშია, ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე; აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენიერებამ; მსახიობმა დიდი ოსტატობით განასახიერა მკვეთრად განსხვავებული სცენური სახეები: ივლიტე (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა") მზეთუნახავი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), ბაბალე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ხანუმა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ბერნარდა (ფ. გარსიას ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი") და სხვა; ასევე მეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და სატელევიზიო დადგმებში.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.353

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: