შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ მირზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს. მუშაობა დაიწყო კინოსტუდიაში მხატვრად. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი კინომხატვარია, მისმა შემოქმედებამ დიდად შეუწყო ხელი კინომხატვრობის განვითარებას საქართველოში. მის მიერ გაფორმებული კინოსურათები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, დახვეწილი გემოვნებით, ფერწერულობით: "ქაჯანა"(1940), "გიორგი სააკაძე"(1941-1943), "ბაში-აჩუკი"(1957), "მამლუქი" (1958), "გლახის ნაამბობი"(1961), "ვედრება"(1967), "შერეკილები"(1973), "ნატვრის ხე"(1977) და სხვა, კინოს მხატვარი. მხატვარ თენგიზ (ჩუბჩიკა) მირზაშვილის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.- გვ. 11 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |