Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუცა მიქელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1940 წელს(ვოკალური). 1938-1942წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(ფილოლოგიური), პარალელურად 1941-1947წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური). 1951-1962წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(სოპრანო); 1951 წელს შედგა დებიუტი - იოლანტა(ჩაიკოვსკი "იოლანტა"); 1972 წლიდნ სიცოცხლის ბოლომდე თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); ქართული რეპერტუარი: გულჩინა(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მარო, მარიხი(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ცირა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), მარინე(ა. შავერზაშვილი "მარინე"), შვლის ნუკრი(ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ელენ(დელიბი "ლაკმე"), იოლანტა(ჩაიკოვსკი "იოლანტა"), მარფა(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"); ი. შტრაუსი "ვალსი"; გახმოვანებული აქვს კინოფილმები: "ქეთო და კოტე"(1948, რეჟისორი "ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი), "ბედნიერი შეხვედრა"(1949, რეჟისორი ნ. სანიშვილი), "მდინარის გაღმა"; გადაღებულია კინოფილმში "ჯურღაის ფარი", სადაც ასრულებს პირველი ქალიშვილის როლს და გულჩინას და აბდულ-არაბის დუეტს(1944, რეჟისორი ს. დოლიძე, დ. რონდელი); სიცოცხლეში "კავკასიის იადონი" უწოდეს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 334 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |