The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკიტა მკრტჩიანი

დაბადების თარიღი:10 მაისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1986  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი.

სწავლობდა ქ. ვლადიკავკაზის მუსიკალურ სასწავლებელში, 1927-1932წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(კომპოზიცია).

1936-1941წწ. იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის, V მუსიკალური სკოლის პედაგოგი(თეორიული საგნები); საქართველოს რადიოსა და დრამატული თეატრის ორკესტრის დირიჟორი და გიტარისტი; თხზულებები: ბალეტი - საბავშვო "ნორჩი პატრიოტები"(1941, 3 მოქმედებად), ოპერეტა - "მშვენიერი ელენე"(1923); ვოკალური, სოლო, ინსტრუმენტული ნაწარმოებები, მათ შორის: სონატა ვიოლონჩელოსათვის(1973, პირველი შესრულება), პიესები ვიოლონჩელოსათვის(1978), სიმფონიური სიუიტა "ძველი თბილისის სურათები"; საბავშვო სიმღერები, მუსიკა სომხური დრამატული თეატრისათვის, მათ შორის: "პეპო", "ნამუს", "ქორ-ოღლი", "ჰამლეტი", "ოტელო", "1905 წელი", გუნდები; საქართველოში მცხოვრები სომეხი კომპოზიტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 335

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: