შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ მონადირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა ქ. თელავის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წელს იყო ქ. დორპატის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი; სწავლის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა ქ. თელავში, სადაც დააარსა სასულიერო გუნდი, სათავეში ედგა სასულიერო სასწავლებლის ბიბლიოთეკას; 1895-1915წწ. თბილისის გიმნაზიაში სიმღერის, ქართული და რუსული ენის პედაგოგი; თბილისის "ქაშუეთის" ეკლესიის მგალობელთა გუნდის ლოტბარი; ნოტებზე გადაიტანა სასულიერო საგალობლები და ხალხური სიმღერები; მართავდა კონცერტებს, ლიტერატურულ-თეატრალურ საღამოებს; იყო ერთ-ერთი მოთავე თბილისში ქართული გიმნაზიის შენობის აგების; 1912 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც შევიდა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე; ზოგიერთი ცნობით ავტორია პასექის ტროპარების, რომანსების, მუსიკალურ საკითხებზე წერილების; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 336 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |