The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბექარ მონავარდისაშვილი

ბექარ მონავარდისაშვილი
Date of birth:27 October, 1937
Date of death:1 May, 2008  (at 70 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1959 წელს; თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1964 წელს (რეჟისორ-ბალეტმაისტერი).

1959 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1972-1974 წლებში კი თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის ბალეტმაისტერი; 1979-1980 წლებში კონგოს სახალხო რესპუბლიკის თეატრის ქორეოგრაფად მუშაობდა და დააარსა კონგოს ნაციონალური ბალეტი და კლასიკური ცეკვის სტუდია; 1981-1985 წლებში თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელია; 1985-1987 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ბალეტმაისტერია; მოღვაწეობდა ქ. სვერდლოვსკის, ქ. ორჯონიკიძის ოპერისა და ბალეტის, თელავის დრამატულ თეატრებში, 1993 წლიდან იყო ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი ქორეოგრაფი; ქორეოგრაფია მუსიკალურ-კომედიური თეატრისათვის: გ. ცაბაძე "თოვლიანი მთების მელოდიები" (1973, პრემიერა), ნ. გაბუნია "ყვარყვარე" (1974, პრემიერა); ქართული რეპერტუარი: გორდა, სერგეი (დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), გელა, დემონი (ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე", "დემონი"), ავთანდილი (გრ. კილაძე "სინათლე"), კლავდიუსი (რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი", 1971, პრემიერა), მწირი (ა. ბალანჩივაძე "მწირი"), კასიო (ა. მაჭავარიანი "ოტელო", თბილისი, ქუთაისი), მეთევზე (ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები"), ვაჟი (ბახი "პასაკალია"); ლიბრეტოები და დადგმები: ვ. აზარაშვილი "ბალეტი "ხევისბერი" (ალ. ყაზბეგის მოთხრობის "ხევისბერი გოჩა"-ს მიხედვით), შ. დავითაშვილი ბალეტი "ზვიადაური" (ვაჟა-ფაველას "გველისმჭამელი"-ს მიხედვით), ბალეტი "ვეფხი და მოყმე" (ხალხური ლექსის მიხედვით); სხვა რეპერტუარი: პრინცი, ცისფერი ფრინველი, ზიგფრიდი, პაოლო (პ. ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი", "მაკნატუნა", "გედების ტბა", "ფრანჩესკა და რიმინი"), ბაზილი, სოლორი (მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ალბერტი (ადანი "ჟიზელი"), ფრონდოზო (კრეინი "ლაურენსია"), პრინცი (პროკოფიევი "კონკია"), ხულიგანი (შოსტაკოვიჩი "ქლიშვილი და ხულიგანი"), დონ ჟუანი (რ. შტრაუსი "დონ ჟუანი"), დადგმა და მთავარი პარტია (რიმსკი-კორსაკოვი "ესპანური კაპრიჩიო"), დადგმა (პრიკოფიევი "უძღები შვილი"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ვერდი "ოტელო". არის მსახიობთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი (1958). ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 336; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.98

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1994 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1958 - მსახიობთა საკავშირო კონკურსი

Share: