The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხაილ მორდკინი

მიხაილ მორდკინი
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:5 ივლისი, 1944  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მილბრუკი, აშშ
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

1920-1922წწ. თბილისში სათავეში ედგა "რუსულ ბალეტს"; მამაკაცური ცეკვის ერთ-ერთი რეფორმატორი; იყო ცნობილი საბალეტო მოცეკვავეების ა. პავლოვას, მ. კსეშინსკაიას პარტნიორი; წამყვან პარტიებს ასრულებდა რუსულ, ევროპულ და ამერიკულ ბალეტებში; მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში, სადაც დააარსა "Mordkin-baley"; მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული პროფესიული ბალეტის ჩამოყალიბებაში; თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან, მათ ქ. კიევში ერთობლივად დადგეს ლოპე დე ვეგას "ფუენტე ოვეხუნა"("ცხვრის წყარო"), სადაც მიხაილ მორდკინმა ბრწყინვალე ქორეოგრაფია შექმნა, დადგმასაც ბრწყინვალე და ხანგრძლივი წარმატება ჰქონდა; თბილისში დააარსა საბალეტო სტუდია, რომელშიც მ. პერინის ზოგიერთი მოწაფე შევიდა, ამ დასის ძალებით მან დადგა: დელიბი "კოპელია", ადანი "ჟიზელი", არმსჰაიმერი "კავალერიის შესვენება", მოშკოვსკი "გრენადის ყვავილები", ჰერტელი "ამაო სიფრთხილე", გუნო "დიონისეს დღესასწაული", "კარნავალი"(ლისტის, რუბინშტეინის, გლაზუნოვის, დრიგოს, მინკუსის მუსიკაზე); ცალკეული ამ ბალეტთაგან XX-ს მიწურულამდე შერჩა ქართულ საბალეტო სცენას; რუსი ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 337


გააზიარე: