შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მურადოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1849 წელს(სავიოლინო). 1955-1974წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიული ორკესტრის მევიოლინე; 1950 წლიდან ეწეოდა სიმებიან-ხემიანი საკრავების აგება-შეკეთებას; 1977 წლიდან მოსკოვის ინსტრუმენტთა ექსპერიმენტული ფაბრიკის ოსტატი; საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული: მოსკოვის ხემიან საკრავთა ოსტატების საკავშირო კონკურსის ლაურეატი (1958, 1970), ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის ვიოლინოს ოსტატთა საერთაშორისო კონკურსის (პოზნანი) ლაურეატი (1967), ა. სტრადივარის სახელობის ვიოლინოს ოსტატთა საერთაშორისო კონკურსის (კრემონა) I პრემია (1979). სიმებიან-ხემიანი საკრავების ოსტატი, მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 341
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |