The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ყიფშიძე

დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1919  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სკანდე, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის ქართულ-სომხური განყოფილება 1916 წელს. 

სტუდენტობიდანვე ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ნიკო მარის ხელმძღვანელობით; იკვლევდა შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთ ქალაქებს (ვარძია, უფლისციხე), ანისის გამოქვაბულებს, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული მწერლობის ძეგლები ("პროხორეს ცხოვრება", "წმ. ლუკასა და ნიკოლოზ დვალის მარტვილობა", ორივე გამოცემა 1927 წელს); 1914 წელს ხელმძღვანელობდა სოფელ მურის (ახლანდელი ცაგერის რაიონი) არქეოლოგიურ გათხრებს; 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სომხური ენის პედაგოგად. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.656; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.360

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: