The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ყიფშიძე

დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1919  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სკანდე, თერჯოლის რაიონი.

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე; დაამთავრა უნივერსიტეტის ქართულ-სომხური განყოფილება 1916 წელს.

1918 წელს იგი მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა სომხური ენის კურსს. სტუდენტობიდანვე ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ნიკო მარის ხელმძღვანელობით; ისტორიული საკითხებით ახალგაზრდა მკვლევარის დაინტერესება იმით გამოიხატა, რომ გამოაქვეყნა მრავალი სტატია დიდ ენციკლოპედიაში; სწავლობდა კლდეში ნაკვეთ ქალაქებს — ვარძიასა და უფლისციხეს, აგრეთვე სომხეთის ძველ დედაქალაქ ანისს; ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ცაგერის რაიონის სოფელ მურში; მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ძველი ქართული მწერლობის ძეგლების "როხორეს ცხოვრების", "წმინდა ლუკასა და ნიკოლოზ დვალის მარტვილობის", შესწავლა და გამოცემა, მასვე ეკუთვნის XVII საუკუნის ქართველ პოეტზე ფეშანგი ხითარაშვილზე (ფაშვიბერტყაძე) ფილოლოგიური გამოკვლევა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.360

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: