შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შავგულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მეორე ჰუმანიტარული ტექნიკუმი ქუთაისში. თავდაპირველად მუშაობდა ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა; ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) და თეატრის დასს თბილისში წამოყვა; თეატრის სცენაზე შესრულებუილი როლები: იულიუსი("ანტონიოს და კლეოპატრა"), ნიკოფორე ("მისი ვარსკვალავი"), აბესალომი ("ირინეს ბედნიერება"), საიათნოვა("მეფე ერეკლე"), ჭყონდიდელი ("დავით აღმაშენებელი"), ხარიტონი ("კოლმეურნის ქორწინება") და სხვა; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში, სადაც 1938 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა; გადაღებულია ფილმებში: ერემია ("ბედნიერი შეხვედრა"), ნოდარი ("გიორგი სააკაძე"), ნიკო ("ქეთო და კოტე"), დავით გურამიშვილი ("დავით გურამიშვილი") და სხვა; საქართველოს დამსახურებული არტისტის ლიზიკო ვაჩნაძის მეუღლე. დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.363 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |