The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი შავგულიძე

გიორგი შავგულიძე
Date of birth:16 November, 1910
Date of death:13 April, 1959  (at 48 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მეორე ჰუმანიტარული ტექნიკუმი ქუთაისში.

თავდაპირველად მუშაობდა ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა; ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) და თეატრის დასს თბილისში წამოყვა; თეატრის სცენაზე შესრულებუილი როლები: იულიუსი("ანტონიოს და კლეოპატრა"), ნიკოფორე ("მისი ვარსკვალავი"), აბესალომი ("ირინეს ბედნიერება"), საიათნოვა("მეფე ერეკლე"), ჭყონდიდელი ("დავით აღმაშენებელი"), ხარიტონი ("კოლმეურნის ქორწინება") და სხვა; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში, სადაც 1938 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა; გადაღებულია ფილმებში: ერემია ("ბედნიერი შეხვედრა"), ნოდარი ("გიორგი სააკაძე"), ნიკო ("ქეთო და კოტე"), დავით გურამიშვილი ("დავით გურამიშვილი") და სხვა; საქართველოს დამსახურებული არტისტის ლიზიკო ვაჩნაძის მეუღლე. დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.363

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Share: