შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასო ყუშიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე 1913 წლიდან; პარალელურად ვ. კომისარჟევსკაიას სახელობის დრამატულ სტუდიაში. ახალგაზრდა ხელოვანი პეტროგრადში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის თვითმოქმედ თეატრს, დგამდა სპექტაკლებს; 1918 წელს იგი თბილისშია; აქ შედგა მისი დებიუტი ქართულ პროფესიულ სცენაზე; ოპერის თეატრში განხორციელდა სოფოკლეს ტრაგედია "ანტიგონე"; 1919-1933წწ. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში; იყო ანტუანის თეატრის რეჟისორი; 1921 წელს შ. დიულენთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სახელგანთქმულ ფრანგულ თეატრს "ატელიეს"; მან დადგა გოლდონის "მარაო", აშის "შურისძიების ღმერთი", მოლიერის "ჟორჟ დანდენი", არისტოფანეს "ფრინველები" და სხვა; ატელიეში მოღვაწეობასთან ერთად იგი სპექტაკლებს დგამს პარიზის ცნობილ თეატრებში — "ოდეონი", "პორტ სენ მარტენი", "ელისეს მინდვრების თეატრი"; ნიუ-იორკში განახორციელა - ოფენბახის "დიდი ჰერცოგინია", ჟან ლარიკის "ქალწული საფრანგეთიდან", ნიუ-ორლეანში - ჩეხოვის "ალუბლის ბაღი"; 1933 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 25 წელი დაჰყო; აქ დიდი წარმატებით დადგა - ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი", გ. შატბერაშილის "ფიქრის გორა", მ. მრევლიშვილის "ზვავი", ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი" და სხვა მრავალი; პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა თეატრებს ზუგდიდში, გორში, ქუთაისში; დაჯილდოვებული იყო მედლებით. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.362 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |