The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო ყუშიტაშვილი

ვასო ყუშიტაშვილი
ოფიციალური სახელი:ვასილ ყუშიტაშვილი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1894
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1962  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე 1913 წლიდან; პარალელურად  ვ. კომისარჟევსკაიას სახელობის დრამატულ სტუდიაში.

ახალგაზრდა ხელოვანი პეტროგრადში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის თვითმოქმედ თეატრს, დგამდა სპექტაკლებს; 1918 წელს იგი თბილისშია; აქ შედგა მისი დებიუტი ქართულ პროფესიულ სცენაზე; ოპერის თეატრში განხორციელდა სოფოკლეს ტრაგედია "ანტიგონე"; 1919-1933წწ. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში; იყო ანტუანის თეატრის რეჟისორი; 1921 წელს შ. დიულენთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სახელგანთქმულ ფრანგულ თეატრს "ატელიეს"; მან დადგა გოლდონის "მარაო", აშის "შურისძიების ღმერთი", მოლიერის "ჟორჟ დანდენი", არისტოფანეს "ფრინველები" და სხვა; ატელიეში მოღვაწეობასთან ერთად იგი სპექტაკლებს დგამს პარიზის ცნობილ თეატრებში — "ოდეონი", "პორტ სენ მარტენი", "ელისეს მინდვრების თეატრი"; ნიუ-იორკში განახორციელა - ოფენბახის "დიდი ჰერცოგინია", ჟან ლარიკის "ქალწული საფრანგეთიდან", ნიუ-ორლეანში - ჩეხოვის "ალუბლის ბაღი"; 1933 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 25 წელი დაჰყო; აქ დიდი წარმატებით დადგა - ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი", გ. შატბერაშილის "ფიქრის გორა", მ. მრევლიშვილის "ზვავი", ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი" და სხვა მრავალი; პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა თეატრებს ზუგდიდში, გორში, ქუთაისში; დაჯილდოვებული იყო მედლებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.362

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: