შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ შავიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1931 წელს. 1931 წელს ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანი მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა სპეცკურსებს, ხოლო 1951-1955წწ. განაგებდა არქიტექტურის კათედრას; 1932 წლიდან მუშაობას იწყებს საპროექტო დაწესებულებებში, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე განაგებდა არქიტექტურულ სახელოსნოებს; იგი 80-მდე პროექტის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია: სპეციალისტთა საცხოვრებელი სახლები საბურთალოზე, ავტოქარხნის მუშათა საცხოვრებელი რაიონი ქუთაისში, შამპანკომბინატის ნაგებობათა კომპლექსი თბილისში, ადმინისტრაციული სახლი ცხინვალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, სამედიცინო ინსტიტუტის და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორე კორპუსი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გორში, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ქუთაისში და სხვა მრავალი; მისმა არაერთმა პროექტმა გაიმარჯვა საკავშირო თუ რესპუბლიკურ კონკურსებში; აღსანიშნავია მისი ღვაწლი ეთნოგრაფიულ და არქეულოგიური ექსპედიციების საქმიანობაში - მან აზომა არაერთი ხუროთმოძღვრული ძეგლი; იგი იყო საქართველოს არქტიტექტორთა კავშირის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი; დაჯილდოვებული იყო მედლებით. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.364; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.602 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |