The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ შავიშვილი

მიხეილ შავიშვილი
Date of birth:2 September, 1894
Date of death:5 October, 1958  (at 64 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1931 წელს.

1931 წელს ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანი მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა სპეცკურსებს, ხოლო 1951-1955წწ. განაგებდა არქიტექტურის კათედრას; 1932 წლიდან მუშაობას იწყებს საპროექტო დაწესებულებებში, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე განაგებდა არქიტექტურულ სახელოსნოებს; იგი 80-მდე პროექტის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია: სპეციალისტთა საცხოვრებელი სახლები საბურთალოზე, ავტოქარხნის მუშათა საცხოვრებელი რაიონი ქუთაისში, შამპანკომბინატის ნაგებობათა კომპლექსი თბილისში, ადმინისტრაციული სახლი ცხინვალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, სამედიცინო ინსტიტუტის და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორე კორპუსი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გორში, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ქუთაისში და სხვა მრავალი; მისმა არაერთმა პროექტმა გაიმარჯვა საკავშირო თუ რესპუბლიკურ კონკურსებში; აღსანიშნავია მისი ღვაწლი ეთნოგრაფიულ და არქეულოგიური ექსპედიციების საქმიანობაში - მან აზომა არაერთი ხუროთმოძღვრული ძეგლი; იგი იყო საქართველოს არქტიტექტორთა კავშირის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი; დაჯილდოვებული იყო მედლებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.364; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.602

Member of Organizations

  • სსრ კავშირის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემია, წევრ-კორესპოდენტი
  • საქართველოს არქტიტექტორთა კავშირი, თავმჯომარე (1945-1947)

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: