| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნევრესტან შაშიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქედქედი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1931-1938წწ. მუშაობდა ბათუმის ქალაქის მთავარი საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორად; 1938 წელს გადაიყვანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის კომისარიატში, ჯერ მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ დააწინაურეს მინისტრად; 1978 წლიდან იგი თბილისშია, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განყოფილების უფროსად; ამავე დროს იგი სამედიცინო ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის ასისტენტია; შემდეგ აირჩიეს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტად, ხოლო მოგვიანებით პროფესორად და ამავე კათედრის გამგედ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღწვოდა; შეთავსებით მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებათა მთავარი სამმართველოს უფროსად; ღრმად შეისწავლა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმე და სამედიცინო მომსახურების ძირითადი ფორმები XIX საუკუნეში; არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის შვიდი მონოგრაფიის ავტორი; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული და დაცულია რამდენიმე სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია; დაჯილდოებული იყო მედლებით; ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.368; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.279 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

