Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნევრესტან შაშიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქედქედი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1931-1938წწ. მუშაობდა მშობლიური ქალაქის მთავარი საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორად; 1938 წელს გადაიყვანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის კომისარიატში, ჯერ მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ დააწინაურეს მინისტრად; 1978 წლიდან იგი თბილისშია, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განყოფილების უფროსად; ამავე დროს იგი სამედიცინო ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის ასისტენტია; შემდეგ აირჩიეს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტად, ხოლო მოგვიანებით პროფესორად და ამავე კათედრის გამგედ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღწვოდა; შეთავსებით მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებათა მთავარი სამმართველოს უფროსად; მან ღრმად შეისწავლა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმე და სამედიცინო მომსახურების ძირითადი ფორმები XIX საუკუნეში; მის კალამს ეკუთვნის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის შვიდი მონოგრაფია; ღვაწლმოსილი სწავლულის ხელმძღვანელობით დამუშავებული და დაცულია რამდენიმე სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია; დაჯილდოვებული იყო მედლებით; ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.368 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |