შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ შუშანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 1917 წელს შევიდა პარტიის რიგებში და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები; 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე და მალე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერის ო. შრედერის კლინიკაში; 1939 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად; აქვე განაგებდა სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სათავეში ედგა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე; მომდევნო წლებში იყო პირველი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი; სამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას; ექიმი (მეან-გინეკოლოგი), პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |