შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას; 1965 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პერინატული მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოსა და სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი მეან გინეკოლოგი, დიდ სამედიცინო ენციკლოპედიის ერთ-ერთი თანარედაქტორი; მეანობაში კლინიკურ-ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი; მან პირველმა დანერგა სამკურნალო საშუალებად გინეკოლოგიაში ლაზერი, რაც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია; მეცნიერის კალამს ეკუთვნის 160-ზე მეტი ნაშრომი ქართულ და უცხო ენებზე, მათ შორის არაერთი მონოგრაფია და გამოგონება; დაჯილდოვებული იყო მედლებით; ექიმი(მეან-გინეკოლოგი). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.375 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |