| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ჩაჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1959-1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეან-გინეკოლოგი; 1960-1979წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე; 1965-1979წწ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს; საქართველოსა და სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი; დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის ერთ-ერთი თანარედაქტორი; იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი კლინიკურ-ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მიმართულების მეანობაში; მან პირველმა დანერგა სამკურნალო საშუალებად გინეკოლოგიაში ლაზერი, რაც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია; არის 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ქართულ და უცხო ენებზე, მათ შორისაა არაერთი მონოგრაფია და გამოგონება; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1962). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994.-გვ.375; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.341-343 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

