შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ჯალაღანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1972 წელს კინოსა და ტელევიზიის მხატვრის ოსტატობის სპეციალობით. იმავე წელს მუშობა დაიწყო სახელმწიფო ტელე და რადიო მაუწყებლობის კომიტეტში დამდგმელ მხატვრად. 1966 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1986 წლიდან პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო სასწავლებელში; 1974 წლიდან მუშაობს კ/ს "ქართულ ფილმში". დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ლიმონის ტორტი"(1977), "პირველი კონცერტი"(1978), "მოგზაურობა სოპოტში"(1980), "წერილი ნაძვებს"(1986), "მხოლოდ ერთხელ"(1994), "ბზარი"(2006), "ბედნიერება"(2009), "უშენოდ მგონი მოვკვდები"(2010) და სხვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |