შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1944-1950წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1950-1968წწ. განაგებდა პედიატრიული და სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის, 1968-1974წწ. კი სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი; ფართო დიაპაზონის მეცნიერი ხშირად მონაწილეობდა ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე; 1960 წელს ხანგრძლივი ვადით მიიწვიეს ინგლისში; იგი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის რვა მონოგრაფიისა და ოთხი სახელმძღვანელოსი; მას დიდი როლი მიუძღვის წყლულოვან დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის საქმეში; იგი აგრეთვე საყლაპავი მილის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ძვალ-სახსარის ტუბერკულიოზის, პროქტოლოგიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის ინიციატორია საქართველოში; თავისი 55 წლის მანძილზე გაკეთებული ჰქონდა 20 ათასზე მეტი ოპერაცია მარტო გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე, მან საქართველოში პირველად შეასრულა გულის მანკის ოპერაციები; 1985 წელს მშობლიური ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოს მიენიჭა მისი სახელი; დაჯილდოვებული იყო მედლებით; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1936), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.376; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |