შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელისაბედ ჩერქეზიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოშკა, გორის რაიონი. პროფესიულ სცენაზე მისი დებიუტი გაიმართა 1886 წლის 15 სექტემბერს ვ. დიაჩენკოს პიესაში - "ეხლანდელი სიყვარული"; თეატრში შესრულებული როლებია: სარა და ხანუმა(ა. ცაგარელის "ხანუმა"), ელისაბედი(რ. ერისთავის ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), კატინა(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვერარ ნახავ"), ანა ანდრეევნა(ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვა; 20-იან წლებში მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი იყო; აქ შექმნა მან ასევე დაუვიწყარი სახეები: ნენე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ხორეშანი(შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი"), მაკრინე (ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), მარიამი (ვ. შკვარკინის "უბრალო გოგონა") და სხვები; მას საინტერესო როლები აქვს შესრულებული კინოშიც: ჯუფანა("ვინ არის დამნაშავე?"), ხანუმა("ხანუმა"), დედა("ორი მონადირე"); ეპიზოდური როლები: "ჯანყი გურიაში", "ქალი გაღმიდან", "გიორგი სააკაძე" და სხვა; 60 წლის განმავლობაში ქართულ სცენაზე მან განასახიერა 400-მდე როლი, რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი მშობლიური თეატრის ისტორიაში; დაჯილდოვებული იყო მედლებით. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.378 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |