The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ჩერქეზიშვილი

ელისაბედ ჩერქეზიშვილი
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1863
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1948  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოშკა, გორის რაიონი.

პროფესიულ სცენაზე მისი დებიუტი გაიმართა 1886 წლის 15 სექტემბერს ვ. დიაჩენკოს პიესაში - "ეხლანდელი სიყვარული"; თეატრში შესრულებული როლებია: სარა და ხანუმა(ა. ცაგარელის "ხანუმა"), ელისაბედი(რ. ერისთავის ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), კატინა(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვერარ ნახავ"), ანა ანდრეევნა(ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვა; 20-იან წლებში მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი იყო; აქ შექმნა მან ასევე დაუვიწყარი სახეები: ნენე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ხორეშანი(შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი"), მაკრინე (ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), მარიამი (ვ. შკვარკინის "უბრალო გოგონა") და სხვები; მას საინტერესო როლები აქვს შესრულებული კინოშიც: ჯუფანა("ვინ არის დამნაშავე?"), ხანუმა("ხანუმა"), დედა("ორი მონადირე"); ეპიზოდური როლები: "ჯანყი გურიაში", "ქალი გაღმიდან", "გიორგი სააკაძე" და სხვა; 60 წლის განმავლობაში ქართულ სცენაზე მან განასახიერა 400-მდე როლი, რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი მშობლიური თეატრის ისტორიაში; დაჯილდოვებული იყო მედლებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.378

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: