შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჩერქეზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, სიღნაღის რაიონი. სწავლობდა სამთო ინსტიტუტში. ერთხანს მუშაობდა საადგილმამულო ბანკში; 80-იან წლებიდან თანამშრომლობდა გაზეთ "ავკაზში"; იყო ქალაქის მოურავის(თავის) მოადგილე; 1907 წელს ქალაქის მოურავი(თავი); მეოცე საუკუნის დამდეგი აღინიშნა რთული კოლიზიებით: რევოლუციური ტალღის აბობოქრება კავკასიაში და, კერძოდ თბილისში, დაერთო სომეხ-თათართა შეტაკებები; ამ რთულ ვითარებაში მოუწია ვ. ჩერქეზიშვილს მოღვაწეობა, მაგრამ თავისი პიროვნული ნიჭისა და ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი მოთმინებითა და გამჭრიახობით თავიდან ააცილა ქალაქს ძმათა სისხლისღვრა; ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეემატა ახალი რაიონები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, მოიკირწყლა ქუჩები, გაიხსნა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები - აფთიაქები, საავადმყოფოები და სხვა; ქალაქ თბილისის თავი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.379 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |