The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჩერქეზიშვილი

ვასილ ჩერქეზიშვილი
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1910  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, სიღნაღის რაიონი.

სწავლობდა სამთო ინსტიტუტში.

ერთხანს მუშაობდა საადგილმამულო ბანკში; 80-იან წლებიდან თანამშრომლობდა გაზეთ "ავკაზში"; იყო ქალაქის მოურავის(თავის) მოადგილე; 1907 წელს ქალაქის მოურავი(თავი); მეოცე საუკუნის დამდეგი აღინიშნა რთული კოლიზიებით: რევოლუციური ტალღის აბობოქრება კავკასიაში და, კერძოდ თბილისში, დაერთო სომეხ-თათართა შეტაკებები; ამ რთულ ვითარებაში მოუწია ვ. ჩერქეზიშვილს მოღვაწეობა, მაგრამ თავისი პიროვნული ნიჭისა და ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი მოთმინებითა და გამჭრიახობით თავიდან ააცილა ქალაქს ძმათა სისხლისღვრა; ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეემატა ახალი რაიონები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, მოიკირწყლა ქუჩები, გაიხსნა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები - აფთიაქები, საავადმყოფოები და სხვა; ქალაქ თბილისის თავი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.379

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დეპუტატთა საკრებულო, მდივანი
  • თბილის ქალაქის მმართველობა, წევრი (1898-)

გააზიარე: