The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაგიფ აზიზ ოღლი მუსტაფა-ზადე

ვაგიფ აზიზ ოღლი მუსტაფა-ზადე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1940
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1979  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ქ. ბაქოს მუსიკალური კოლეჯი, კონსერვატორია 1965 წელს.

მისი როგორც ჯაზის მუსიკოსის დებიუტი შედგა თბილისში, სდაც გამოვიდა ანსამბლ "ორერასთან" ერთად და რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა; საქართველოს ფილარმონიასთან დააარსა ჯაზ-ტრიო "კავკასია"; 1966 წელს "კავკასიასთან" ერთად გამოსცა ერთი ალბომი და ერთი მინიონ(მუსტაფა-ზადე - ფორტეპიანო, გენო ნადირაშვილი - ბასი, ფელიქს შაბსისი - დასარტყამი); სსრკ-ში გამოცემული ერთ-ერთი პირველი ჯაზ-ალბომია და მისი პირველი ჩანაწერი; მუსტაფა-ზადემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ჯაზის განვითარებაში, გავლენა იქონია ჯაზმენებზე: თ. ყურაშვილი, დ. ჯაფარიძე; მან ჯაზში შექმნა ახალი მიმართულება აზერბაიჯანული ჯაზ-მუღამა; თხზულებები: ჯაზური კომპოზიციები, სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები; სსრკ-ში პირველი ჯაზის შემსრულებელი, რომელსაც მიენიჭა დამსახურებული არტისტის წოდება; ცნობილი ჯაზის შემსრულებლის აზიზა მუსტაფა-ზადეს მამა; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 347

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - ჯაზ-კომპოზიციების საერთაშორისო კონკურსი(მონაკო), I პრემია, პრიზი "თეთრი როიალი"
  • 1977 - საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი(დონეცკი)
  • სსრკ დამსახურებული არტისტი
  • ფესტივალი "ტალინი-67"
  • ჯაზ-ფესტივალი "თბილისი-78"
  • ფესტივალი "ტალინი-66" (ტრიო "კავკასიასთან" ერთად)
  • ფესტივალი "ჯაზი-69"(ბაქო)

გააზიარე: