შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1936 წელს; სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე 1939 წლამდე. წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი; თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა; განსაკუთრებით საგულისხმოა მისი "ოდიშური მოთხრობები"; დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ("თებერვალი დადგაო", "მიწა" და "რწმენა"), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი; ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: "სადაა შენი ბედნიერება, მზია?", "კოლხეთის ჩირაღდნები", "პაპა გია" და სხვა; მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.382; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 142 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |