The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჩიქოვანი

გრიგოლ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1910
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1981  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1936 წელს; სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე 1939 წლამდე.

წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი; თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა; განსაკუთრებით საგულისხმოა მისი "ოდიშური მოთხრობები"; დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ("თებერვალი დადგაო", "მიწა" და "რწმენა"), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი; ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: "სადაა შენი ბედნიერება, მზია?", "კოლხეთის ჩირაღდნები", "პაპა გია" და სხვა; მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.382; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 142

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: