The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჩხარტიშვილი

არჩილ ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 1980  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

იყო რუსთაველის თეატრში ჯერ სცენის მუშა, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს, მონაწილეობდა მასობრივ სცენებში, შემდეგ გახდა რეჟისორის თანაშემწე; 1930 წელს გადავიდა ქუთაისის თეატრში და დადგა თავისი პირველი სპექტაკლი ჰაშეკის - "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი"; ამის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჯერ ბათუმის, შემდეგ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებს; 1934 წელს მიავლინეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში, სადაც ჩამოაყალიბა დრამატული დასი და საფუძველი ჩაუყარა პირველ ეროვნულ სახელმწიფო თეატრს; გამოჩენილ რეჟისორს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე დაღესტნელებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელთა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში; სიცოცხლის ბოლო 10 წელი იყო საქართველოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; აქ მან მაღალი გემოვნებით დადგა მრავალი თეატრალიზებული წარმოდგენა; სპექტაკლები, რომლებიც დადგა სხვადასხვა თეატრის სცენებზე — ვაჟა-ფშაველას - "მოკვეთილი", სოფოკლეს - "ოიდიპოს მეფე", მ. მრევლიშვილის - "ხარატაანთ კერა", ი. მოსაშვილის - "მისი ვარსკვლავი", ევრიპიდეს - "მედეა", მ. ელიოზიშვილის  - "ბებერი მეზურნეები" და სხვა მრავალი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.385

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - სსრკ სახალხო არტისტი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: