| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ჩხარტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. იყო რუსთაველის თეატრში ჯერ სცენის მუშა, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს, მონაწილეობდა მასობრივ სცენებში, შემდეგ გახდა რეჟისორის თანაშემწე; 1930 წელს გადავიდა ქუთაისის თეატრში და დადგა თავისი პირველი სპექტაკლი ჰაშეკის - "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი"; ამის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჯერ ბათუმის, შემდეგ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებს; 1934 წელს მიავლინეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში, სადაც ჩამოაყალიბა დრამატული დასი და საფუძველი ჩაუყარა პირველ ეროვნულ სახელმწიფო თეატრს; გამოჩენილ რეჟისორს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე დაღესტნელებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელთა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში; სიცოცხლის ბოლო 10 წელი იყო საქართველოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; აქ მან მაღალი გემოვნებით დადგა მრავალი თეატრალიზებული წარმოდგენა; სპექტაკლები, რომლებიც დადგა სხვადასხვა თეატრის სცენებზე — ვაჟა-ფშაველას - "მოკვეთილი", სოფოკლეს - "ოიდიპოს მეფე", მ. მრევლიშვილის - "ხარატაანთ კერა", ი. მოსაშვილის - "მისი ვარსკვლავი", ევრიპიდეს - "მედეა", მ. ელიოზიშვილის - "ბებერი მეზურნეები" და სხვა მრავალი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.385 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

