შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს; 1950 წლიდან ნიჭიერი კრიტიკოსი აქვეყნებდა თეორიული ხასიათის წერილებს ჟურნალ-გაზეთებში; სულ ოთხი წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო თუ კრიტიკული წერილის შექმნა დასცალდა, მაგრამ ყველა მათგანი გამოირჩევიან ღრმა ანალიზითა და პრინციპულობით, მათში კარგად ჩანს ავტორის ერუდიცია და ფართო ჰორიზონტი; მას ლიტერატურისა და სმშობლოს სიყვარულმა ფეხით მოატარა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული; სწორედ ამ გრძნობამვე ათქმევინა ამ შესანიშნავ კრიტიკოსს: "როცა მოვკვდები დამწვით და ჩემი ფერფლი საქართველოს ყველა კუთხეში მოაბნიეთო". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.387; arilimag.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |