The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ცეცხლაძე

Date of birth:24 March, 1888
Date of death:1930  (at 41 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Veterinarian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტი 1907 წელს; ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1912 წელს.

თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის "ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრაზე"; ის ეკუთვნის იმ მეცნიერთა რიცხვს, რომლებიც თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტზე მოვიდნენ მისი დაარსებისთანავე (1918) და ვინც უნივერსიტეტში პირველებმა დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები (სულ 12 მეცნიერი); 1929-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიის დოცენტურის ხელმძღვანელი. თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად იღწვოდა ქვეყნის ფიზიკური კულტურის განვითარებისთვის. ექიმი - ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930).

სადისერტაციო თემა - "ადამიანის დიდი ბადექონის მორფოლოგიური თავისებურებანი და მათი მნიშვნელობა ამ ორგანოს ფუნქციების გასაშუქებლად", დაიცვა 1927 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.394; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.184-185; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.207

Bibliography


Share: