The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა ყაზბეგი

ნიკა ყაზბეგი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ყაზბეგი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 1983  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სამხატვრო აკადემიის 4 კურსი 1930 წელს.

1929-1940წწ. მუშაობდა მხატვრად კოტე მარჯანიშვილის, მუსკომედიის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის თეატრებში; 1940-1943წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ხოლო 1943-1958წწ. იყო სოხუმის თეატრის მთავარი მხატვარი; 1959 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ნინო" (1959), "ჯარისკაცის მამა"  (1964), "მოლოდინი" (1969), "სამკაული სატრფოსათვის" (1971), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (1977), "მე დავბრუნდები" (1982) და სხვ. თეატრისა და კინოს მხატვარი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: