The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ციციშვილი

დავით ციციშვილი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ციციშვილი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1986  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი, უზბეკეთი.

სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-მექანიკურ ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1931 წელს.

მუშაობდა მხატვრად მიწათმოწყობის სახალხო კომისარიატში, სადაც იღებდა ასლებს კუსტარული მრეწველობის განყოფილებაში; 1927-1939წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარია; 1935 წელს მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში, სადაც ასწავლიდა გრაფიკას, ქსილოგრაფიას, ლითოგრაფიას, გრაფიკული ხელოვნების ისტორიას, კომპოზიციას; 1959 წელს აპ. ქუთათელაძესთან ერთად თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაარსა გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი; ააღორძინა ქართული ხალხური შემოქმედების მრავალი მივიწყებული დარგი; მაგალითად: ტიხრული მინანქრის, ლურჯი სუფრისა და ძველი ქართული ფერადი დაჩითვის ტექნოლოგია; მას ეკუთვნის ასევე ბარბიუსის, გრიბოედოვის, ს. აინის, ა. ბელიაშვილის, ალექსანდრე წავწავაძისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებების მაღალ დონეზე შესრულებული ილუსტრაციები; მან შეკრიბა, დაამუშავა და გამოაქვეყნა "ხალხური რეწვის ტექნოლოგია". 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.396

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: