The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელიტონ ცქიფურიშვილი

დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1927  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რკინიგზელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი ზესტაფონის რაიონი.

მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში; ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; შემდეგ საორთქმავლო დეპოშია და დიდი პატივისცემით სარგებლობდა, როგორც გამოცდილი მემანქანე; მან ერთხელ თავიდან აიცილა დიდი ავარია და მრავალი მგზავრი იხსნა დაღუპვისაგან, როცა სხვისი დაუდევრობით მის მიერ მართული შემადგენლობა ეჯახებოდა მძიმეწონიან საბარგო მატარებელს, მან შეძლო სულ რამდენიმე მეტრში შეეჩერებინა ორთქმავალი, რითაც დაიმსახურა მგზავრთა და ამიერკავკასიის რკინიგზის ხელმძღვანელობის სამართლიანი მადლობა. თავისი შრომითი საქმიანობის უკანასკნელ და საბედისწერო დღეს მას სადგურ კასპში სამუხრუჭე სისტემის შემოწმებისას გაუსკდა ორთქმავლის ქვაბი და იმსხვერპლა იგი; ორთქმავლის მემანქანე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.400



გააზიარე: