შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალიკო ძაგნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური სტუდია 1937 წელს. მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც შეხვდა შალვა ჩხიკვაძეს; 1938 წელს შეიქმნა დუეტი ძაგნიძე და ჩხიკვაძე, თავდაპირველად ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების მუსიკებზე ფელეტონებს ჰქმნიდნენ და ასრულებდნენ, რითაც მეტად გაითქვეს სახელი; მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გართობისთვის იქმნებოდა არტისტული ბრიგადები, დუეტმაც ვ. ძაგნიძის მეუღლესთან, მომღერალსა და მსახიობ გოგუცა კუპრაშვილთან ერთად შექმნა კოლექტივი, რომელმაც 600-მდე კონცერტი გამართა; ძაგნიძისა და ჩხიკვაძის საესტრადო ვოკალურმა დუეტმა და მათმა ხელოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენში ამ ჟანრის განვითარებას; იგი იყო ქართული საესტრადო მუსიკის ერთ-ერთი ნოვატორი, შექმნა 100-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ; 1945 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრში, პარალელურად მოღვაწეობდა კინოში და ესტრადაზე; შალვა ჩხიკვაძესთან ერთად, როგორც მუსიკალურ დუეტს მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი" და "ბედნიერი შეხვედრა". წყარო: მამულიშვილთა სავანე /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ.401 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |