The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ვალიკო ძაგნიძე

ვალიკო ძაგნიძე
ოფიციალური სახელი:ვარლამ ძაგნიძე
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1912
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1967  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური სტუდია 1937 წელს.

მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც შეხვდა შალვა ჩხიკვაძეს; 1938 წელს შეიქმნა დუეტი ძაგნიძე და ჩხიკვაძე, თავდაპირველად ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების მუსიკებზე ფელეტონებს ჰქმნიდნენ და ასრულებდნენ, რითაც მეტად გაითქვეს სახელი; მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გართობისთვის იქმნებოდა არტისტული ბრიგადები, დუეტმაც ვ. ძაგნიძის მეუაღლესთან, მომღერალსა და მსახიობ გოგუცა კუპრაშვილთან ერთად შექმნა კოლექტივი, რომელმაც 600-მდე კონცერტი გამართა; ძაგნიძისა და ჩხიკვაძის საესტრადო ვოკალურმა დუეტმა და მათმა ხელოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენში ამ ჟანრის განვითარებას; იგი იყო ქართული საესტრადო მუსიკის ერთ-ერთი ნოვატორი, შექმნა 100-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ; 1945 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრში, პარალელურად მოღვაწეობდა კინოში და ესტრადაზე; შალვა ჩხიკვაძესთან ერთად, როგორც მუსიკალურ დუეტს მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი" და "ბედნიერი შეხვედრა".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.401

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: