The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფატმა მუხთაროვა

ფატმა მუხთაროვა
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1893
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1972  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ურმია, ირანი.

დაამთავრა ქ. სარატოვის კონსერვატორია 1914 წელს(ვოკალური).

1914 წელს შედგა მისი დებიუტი მოსკოვის ზიმინის სახელობის საოპერო სცენაზე, სადაც მოღვაწეობდა 1917 წლამდე; 1921-1937წწ. გამოდიოდა ყაზანის, ლენინგრადის, კიევის, ხარკოვის, ოდესის და თბილისის საოპერო სცენებზე; 1922-1923წწ., 1933-1934წწ., 1935-1950წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; პარალელურად 1938-1953წწ. ქ. ბაქოს ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი თბილისის ოპერის სცენაზე: კარმენი(ბიზე "კარმენი"), ამნერისი, აზუჩენა(ვერდი "აიდა', "ტრუბადური"), დალილა(სენ-სანსი "სამსონი და დალილა"), ორტრუდა(ვაგნერი "ლოენგრინი"), სოლოხა(ჩაიკოვსკი "ქოშები"), მარფა, ლიუბაშა(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), ელენე(ოფენბახი "მშვენიერი ელენე"), აზრა(ბადალბეილი "ნიზამი" პირველი შესრულება); აზერბაიჯანელი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 350

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - აზერბაიჯანის სახალხო არტისტი
  • 1940 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1936 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: