The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დუდე ძნელაძე

დუდე ძნელაძე
ოფიციალური სახელი:დავით ძნელაძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1971  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

სწავლობდა თბილისის რეალურ, ხოლო შემდეგ მოსკოვში, კომერციულ სასწავლებელში.

გაიტაცა თეატრალურმა ცხოვრებამ, რამაც განაპირობა მისი მომავალი საქმიანობა; მან მთელი შეგნებული ცხოვრება თეატრს დაუკავშირა; 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და წარმართა ხაშურის სცენისმოყვარეთა წრის მუშაობა, როგორც მსახიობმა და რეჟისორმა; შემდეგ მისი მოღვაწეობის ასპარეზია ქუთაისი, თბილისი, აჭარა და კვლავ ხაშური; აქ მან პირველად დადგა უ. ჰაჯიბეკოვის ოპერეტა "არშინ მალ-ალან"; 1927 წელს მიავლინეს სოხუმში, სადაც დააარსა ქართული თეატრი; მალე იგი კოტე მარჯანიშვილმა ქუთაისის თეატრში ჩამოიყვანა მსახიობად; პარალელურად მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში: "იბრაგიმ და გოდერძი", "ჯანყი გურიაში", "ღრუბელთა თავშესაფარი" და სხვა; იგი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია; 18 წლის მანძილზე იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; შემდეგ მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში; სცენაზე განასახიერა 100-ზე მეტი როლი და დადგა 50-მდე სპექტაკლი; დაჯილდოვებული იყო მედლებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.401

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრალური საზოგადოება, თავჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: