შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან თუთბერიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინორეჟისორის სპეციალობით 1982 წელს. 1980 წელს შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში "დიმიტრი თავდადებული"; 1982 -1985წწ. საქართველოს ტელევიზია, რეჟისორი; 1986 წლიდან დღემდე ს/ს კინოსტუდია ქართული ფილმის აქციონერი; 1995 -1999წწ. ევროპული ფილმების დისტრიბუციის ოფისის (efdo) წევრი; 1990 წელს შექმნა პირველი დამოუკიდებელი კინოსტუდია "აისი"; 1995–2007წწ. კინოთეატრ ამირანის დამფუძნებელი და მხატვრული ხელმძღვანელი; 2007 წელს დააარსა კინოკომპანია "ნაზარი", 1999-2002წწ. ტელვიზია "იბერია", მხატვრული ხელმძღვანელი; 1998-2000წწ. თბილისის სახელმწიფო კინო ინსტიტუტის ლექტორი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მუშაობდა ტელვიზია "იბერიაში" მხატვრულ ხელმძღვანელად; 1998-2000წწ. თბილისის სახელმწიფო კინოინსტიტუტის ლექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მახარე" (1986), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (1988), "გასეირნება ყარაბაღში" (2005), "უშენოდ მგონი მოვკვდები" (2010) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "მახარე" (1986), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (1988), "წარსულის აჩრდილები" (1996); პროდიუსერია ფილმების: "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (1988), "უშენოდ მგონი მოვკვდები" (2010); კომპოზიტორია ფილმის "მახარე" (1986). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |